24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

„სიენენი“: ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი, რომელსაც აშშ და ისრაელი ომის მიზეზად მიიჩნევენ, მოგვიანებით განიხილება

„სიენენის“ ინფორმაციით, პოტენციური შეთანხმების პირველი ნაწილი ომამდე არსებული სტატუსკვოს დაბრუნებას და ჰორმუზის სრუტის შეზღუდვების გარეშე ხელახლა გახსნაზე იქნება ორიენტირებული.

გამოცემის ცნობით, მართალია, აშშ-სა და ირანს პაკისტანში მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის შეხვედრა არ ჩაუტარებიათ, თუმცა, შუამავლობის პროცესთან ახლოს მყოფი წყაროების ცნობით, ორივე მხარე ისეთი დაშორებული არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

გავრცელებული ცნობით, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი, რომელსაც აშშ და ისრაელი ომის მიზეზად მიიჩნევენ, მოგვიანებით განიხილება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება მოითხოვს, ირანმა დათმოს ატომური ბომბისთვის ვარგისი გამდიდრებული ურანის მარაგი და უარი თქვას ურანის გამდიდრებაზე. ეს მოთხოვნები ირანისთვის მიუღებელია.

წყაროების ცნობით, შუამავლები ორივე მხარის დარწმუნებას ცდილობენ შეთანხმების მისაღწევად, განსაკუთრებით კი მომდევნო რამდენიმე დღეა გადამწყვეტი. როგორც „სიენენი“ წერს, ამ ყველაფრის შემდეგ არსებობს შანსი, რომ აშშ-მა გადაწყვიტოს მოლაპარაკებებში ჩართულობიდან გამოსვლა და ომში დაბრუნება.

banner
წინა სტატიაშითიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
შემდეგი სტატიაირანი: მზად ვართ, ჩვენი თავდაცვითი შეიარაღების შესაძლებლობები დამოუკიდებელ ქვეყნებს გავუზიაროთ