18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

„სიენენი“: აშშ ირანისგან ითხოვს მყარ ვალდებულებებს, რომ ისინი გაანადგურებენ გამდიდრებული ურანის მარაგს

„სიენენი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასა და სანქციებზე არსებული უთანხმოებები აფერხებს ირანსა და აშშ-ის შორის საბოლოო შეთანხმების დადებას.

უთანხმოებების მიუხედავად, ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ ოპტიმიზმის საფუძველი კვლავ არსებობს.

„ორშაბათს კატარში ირანის დელეგაციის, მათ შორის თეირანის მომლაპარაკებელი ჯგუფის უფროსი წევრების ყოფნა პოზიტიური ნიშანი იყო“, – აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ.

როგორც „სიენენი“ წერს, აშშ ირანისგან ითხოვს მყარ ვალდებულებებს, რომ ისინი გაანადგურებენ გამდიდრებული ურანის მარაგს და არ შექმნიან ბირთვულ იარაღს. თუმცა ირანში აცხადებენ, რომ არ განიხილავენ ბირთვული პროგრამის დეტალებს და ამას მომდევნო მოლაპარაკებების რაუნდისთვის დატოვებენ.

„ეს არის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკამათო პუნქტი“, – აღნიშნა მაღალჩინოსანმა.

თეირანი ასევე ითხოვს ვალდებულებებს სანქციების მოხსნისა და გაყინული აქტივების გათავისუფლების შესახებ, ხოლო აშშ-ში აცხადებენ, რომ იქამდე, ვიდრე ბირთვულ საკითხში პროგრესი არ იქნება მიღწეული, ფინანსური შეღავათი არ იქნება.

banner
წინა სტატიაშისვეტლანა ტიხანოვსკაია: პუტინმა და ლუკაშენკომ ყველაფერი გააკეთეს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების გასანადგურებლად
შემდეგი სტატიაბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებით საბავშვო ბაღი განცხადებას ავრცელებს