სიების აღდგენასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას არ განვიხილავთ, თავის დროზე მათ გააუქმეს სიები, ეს იყო საბოტაჟის შემადგენელი ნაწილი – კობახიძე

სიების აღდგენასთან დაკავშირებით ინიციატივას არ განვიხილავთ. თავის დროზე მათ გააუქმეს სიები. ეს იყო საბოტაჟის შემადგენელი ნაწილი, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ კითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიების აღდგენას ეხებოდა.

კერძოდ, კითხვაზე: „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს სიების აღდგენას და რამდენად აქვს შანსი ამ საკითხის განხილვას“, კობახიძემ აღნიშნა, რომ მათი მხრიდან სიების აღდგენის მოთხოვნა სულ მცირე არაკეთილსინდისიერი ქმედებაა.

„ისინი ახლა როდესაც ითხოვენ იმის აღდგენას, რაც საბოტაჟისთვის გამოიყენეს, ბუნებრივია, ეს არის სულ მცირე არაკეთილსინდისიერი ქმედება და მიუთითებს იმ სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე, რომელშიც „ნაცმოძრაობაა“. მათ აქვთ რაღაცების იმედი, მათ შორის იმის იმედი, რომ გარკვეული გადაწყვეტილებით რაღაც მღელვარებას გამოიწვევენ. ამ პოლიტიკურ პარტიას აქაც არავითარი პერსპექტივა არ აქვს. საზოგადოებამ იცის ყველაფერი მათი რეჟიმის, მათი დღევანდელობის შესახებ. ბუნებრივია, არ დაუშვებს, რომ „ნაცმოძრაობამ“ თუნდაც სცადოს ხელისუფლებაზე შეტევა. დღეს საზოგადოებას უნდა მშვიდობა, განვითარება, სამართლის უზენაესობა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება დაიცავს ამ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმარტოხელა დედის და მარტოხელა მამის ტერმინები ახალი რედაქციით ყალიბდება
შემდეგი სტატიაწინა რეჟიმმა ჩააბარა რუსეთს ტერიტორიების 20% და სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები – „ფულს სუნი არ აქვს“ – ეს იყო მათი ცნობილი ფრაზა – კობახიძე