სიძულვილის შემცველი ბანერები თელავშიც გააკრეს

დედაქალაქის შემდეგ, სიძულვილის შემცველი ბანერები თელავშიც გააკრეს. არჩევნებამდე 2 კვირით ადრე თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ბანერის უკან, ზიზღისშემცველი ბილბორდები გამოჩნდა.

ამჯერად ბილბორდებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ხელისუფლებისათვის არასასურველი კრიტიკული მედიის მენეჯერების გარდა, ექსპრემიერი გიორგი გახარიაცაა გამოსახული.

banner
წინა სტატიაშისაია დადგენილი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს
შემდეგი სტატიაკახა კალაძემ სოციალური პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა