21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ ერთი თვის განმავლობაში, 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, შექმნიდან ერთი თვის განმავლობაში, 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოვლენილი ფაქტებიდან საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე.

„2026 წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც საერთო სასამართლოებში უკვე წარდგენილია 150 საქმე.

საერთო სასამართლოებში წარდგენილი 150 საქმიდან სასამართლოების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია 33 საქმეზე, საიდანაც 31 შემთხვევაში, სახდელის სახით, გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო 2 შემთხვევაში – სიტყვიერი შენიშვნა“, – განაცხადეს შსს-ში.

banner
წინა სტატიაშივენესუელაში მაშველებმა, მიწისძვრიდან ექვსი დღის შემდეგ, სამი წლის ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე 26 ივნისს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა