18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლადშექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლადშექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა” ,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამავე განცხადებით, სამმართველოს ამჟამად 10 თანამშრომელი ჰყავს:
“სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს.
სამმართველო მოახდენს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, საერთო სასამართლოებში გადაგზავნას.
საწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა ათი საშტატო ერთეულით.
სამმართველოს თანამშრომლები, საქმიანობას განახორციელებენ იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რაც უკვე მოქმედებს ქვეყანაში.”  აცხადებს შსს.

banner
წინა სტატიაშიბოლნისში დედამ 7 წლის შვილი მოკლა
შემდეგი სტატიამსჯავრდებულ ნოდარ ტატუნაშვილის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს