“სიძულვილის ჭიდილიდან ვერ გამოვიდა ქვეყანა” – “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” წარმომადგენლები პოლიტიკურ ექსპერტებს შეხვდნენ

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

“საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” წარმომადგენლები პოლიტიკურ ექსპერტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

მოძრაობის დამფუძნებლის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ახალი მოძრაობის შექმნის მიზანია ქვეყნის ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემიდან გამოყვანა და ახალი ალტერნატივების შექმნა სამომავლო არჩევნებისთვის.

„ეს ორპოლუსიანობა არის დამანგრეველი ამ ქვეყნისთვის და დღემდე აი ამ სიძულვილის ჭიდილიდან ვერ გამოვიდა ქვეყანა, პირველ და მეორე ტურს ვგულისხმობ არჩევნების. ალტერნატივები არის აუცილებელი და ალტერნატივები არის აუცილებლად შესაქმნელი. სამოქალაქო საზოგადოებრივი პოლიტიკური ალტერნატივაა, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირებამ არ ჩაიყოლოს უფსკრულში ეს ქვეყანა,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში სამსახურიდან გათავისუფლებული პოლიციის მაღალჩინოსანი დეტექტივად დანიშნეს
შემდეგი სტატია,,საპარლამენტო უმრავლესობა კეთილს ინებებს და სხდომათა დარბაზში უსიამოვნო შეფასებების მოსმენას შეეგუება”