სიდნეის ოპერა, ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრი და სან ფრანცისკოს მერიის შენობა საფრანგეთის დროშის ფერებში გაანათეს

სიდნეის ოპერა საფრანგეთის დროშის ფერებშია განათებული. ორიგინალური არქიტექტურით გამორჩეული შენობა წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებშია გამოსახული. ღირსშესანიშნავი ადგილები მსოფლიოში ფრანგული დროშის ფერებში გაანათეს.

ფრანგული დროშის ფერებშია ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაც, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტების დროს თავად იყო ტერორისტების სამიზნე. სამ ფერში გამოსახეს სან ფრანცისკოს მერიის შენობა და 553 მეტრის სიმაღლის კოშკი ტორონტოში.

ფრანგ ხალხს მთელს მსოფლიოში სოლიდარობას უცხადებენ. სხვადასხვა ქვეყანაში საფრანგეთის საელჩოებთან ყვავილები მიაქვთ.

banner
წინა სტატიაში“ერთად გავუძღვეთ იმ გზას, რომელიც სირიაში მშვიდობის დამყარებამდე მიგვიყვანს”
შემდეგი სტატიაფრანსუა ოლანდი საფრანგეთის მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს