“სიდედრი ოჯახის წევრი არ არის”-თინა ბოკუჩავას კითხვას ლაშა ქოჩიაშვილი პასუხობს

სიდედრი ოჯახის წევრი არ არის – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ლაშა ქოჩიაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას შეკითხვას.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, მოსამართლეობის კანდიდატის ოჯახის წევრს, “ქართული ოცნების” სასარგებლოდ შემოწირულობა აქვს გაკეთებული, ოპოზიციონერი დეპუტატი დაინტერესდა – იზიარებს თუ არა ქოჩიაშვილი “მისი ოჯახის წევრის პოლიტიკურ გემოვნებას”.

ქოჩიაშვილმა თინა ბოკუჩავას უპასუხა, რომ სიდედრი ოჯახის წევრი არ არის.

“სიდედრი ოჯახის წევრი არ არის. ფიქრია კამლაძეს აქვს გაკეთებული შემოწირულობა, როგორც შემდეგ გახდა ჩემთვის ცნობილი. იგივე წარმატებით შეიძლება თქვენს ნათესავსაც ჰქონდეს შემოწირულობა გაკეთებული და არ იცოდეთ. ეს არაფერზე არ მიუთითებს”, – უპასუხა ქოჩიაშვილმა ბოკუჩავას.

banner
წინა სტატიაშიმერიასა და საკრებულოში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა-ოპოზიციის შეფასებები
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – პირველი შემთხვევაა, როდესაც მუნდიალი ახლო აღმოსავლეთში, საქართველოსთან ახლოს გაიმართება