“სიცრუის მანქანამ” ჩაითრია საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგიერთი ადგილობრივი წარმომადგენელი”

ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი უცხოური კვლევითი და ლობისტური ორგანიზაციების შესახებ ღია წერილში საუბრობს.

ის აღნიშნავს, რომ მმართველი კლანი დიდი რაოდენობით ნაძარცვ ფინანსებს იყენებდა ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ ლობისტური ჯგუფის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, თუ მათთვის მცდარი შეხედულების შესაქმნელად.

“სიცრუის მანქანამ” ისე ჩაითრია საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგიერთი ადგილობრივი წარმომადგენელი, რომ მათი კონტროლი ცენტრალური ოფისებიდანაც კი უჭირდათ.

ზოგჯერ, საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ შეფასებებს, უცხოელების ნაცვლად, ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელები წერდნენ. სამწუხაროდ, ასეთი რეციდივები ახლაც შეიმჩნევა.

“ენდიაის” და “აირაის” ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვთ განხორციელებული, რისთვისაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, თუმცა, დასამალი არ არის, რომ ბევრ ეჭვს ბადებს სოციოლოგიური გამოკითხვები, რომლებსაც ეს ორგანიზაციები ნაციონალურ მოძრაობასთან მჭიდრო კავშირში შემჩნეული ადგილობრივი სპეციალისტების მეშვეობით ატარებენ.

ყველას გვახსოვს, უახლოეს წარსულში ეს კვლევები როგორ მკვეთრად იყო აცდენილი რეალობას – 2012 წლის არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებსა და არჩევნების შედეგებს შორის ძალიან დიდი სხვაობა დაფიქსირდა.

ამგვარი კაზუსები მთლიანად კვლევით ორგანიზაციებში მომუშავე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების სინდისზეა, რომლებიც ახერხებდნენ და თავიანთ სიცრუეს თავს ახვევდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც კი”.

banner
წინა სტატიაში,,სლოვაკეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობა ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას შექმნის”
შემდეგი სტატია“არ არსებობს სფერო, სადაც ბევრად უკეთესი მდგომარეობა არაა, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო”