სიცოცხლეს შევწირავ თემირლანის უდანაშაულობის დასამტკიცებლად, თუ მეც მომკლავენ, ჩემი შვილი და ხეობა დგას ჩვენს უკან-მედიკო მარგოშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილს თუ დააკავებენ, სიცოცხლეს შევწირავ თემირლანის უდანაშაულობის დასამტკიცებლად, თუ მეც მომკლავენ, ჩემი შვილი და ხეობა დგას ჩვენს უკან, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლემ, მედიკო მარგოშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტთან აქცია მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების შემდეგაც გაგრძელდება.

მისი თქმით, არ არსებობს საფუძველი, მალხაზ მაჩალიკაშილის დაკავებისა. ამასთან, მედიკო მარგოშვილი ამბობს, რომ გამოძიებით, რომლის საფუძველზეც მისი მეუღლე დააკავეს, 19 წლის შვილის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოუძიებელი საქმის გადაფარვა უნდათ.

მედიკო მარგოშვილმა აღნიშნა, რომ მის მეუღლეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში პროვოკაციებს უწყობდნენ, მათ შორის, დაუზიანეს ავტომობილის საბურავი, „რათა ავარია მოსვლოდა“.

ავტორი – ხათუნა გაგნიძე

banner
წინა სტატიაშიმთავრობა ცივი იარაღის შესახებ არსებული რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიაროგორც ჩანს, არ იყო საკმარისი ანალიზი და მივიღეთ სამწუხარო შედეგი – გახარია პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებაზე