სიცოცხლეს შევწირავ და ბოლომდე შევაკვდები ივანიშვილს, თუ რუსთავი2 ჩაყლაპა – გიგი უგულავა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ამ მთავრობისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის, პირველ რიგში, უპატიებელი იქნება რუსთავი2-ის საკითხი.

„სიცოცხლეს შევწირავ და ბოლომდე შევაკვდები ივანიშვილს, თუ რუსთავი2 ჩაყლაპა. აი, ეს იქნება უპატიებელი. ახლა ჩემი ციხეში ჩაჯდომა არაფერი არ არის, ეს ჩემი ბავშვებისთვის იყო პრობლემა და ჩემი მეგობრებისთვის,“ – აცხადებს გიგი უგულავა.

მისი თქმით, დღეს სასამართლოს დამოუკიდებლობა არ არსებობს და მისთვის ძალიან ემოციური იყო ის მომენტი, როდესაც საუბარი იყო რუსთავი2-ის დახურვაზე.

გიგი უგულავას განცხადებით, მთავარი ფუნდამენტი ნაციონალური მოძრაობის სწორედ რუსთავი2-ის სტუდიაშია.

“2 ნოემბერს ციხეში 2-3 დღით გაითიშა რუთავი2, ტექნიკური ხარვეზი გვეგონა, შემდეგ გაიწელა ეს პროცესი და ავბუნტდით და, რა თქმა უნდა, დავიწყეთ მთავრობაზე დაბრალება. აღმოჩნდა, რომ რუსთავი2-მა სატელიტი შეიცვალა,” – აცხადებს გიგი უგულავა.

იგი ასევე აცხადებს, რომ სახელისუფლებო არხები, რომლებიც ცდილობენ მთავრობას პროპაგანდა გაუწიონ, ისინიც კი “ვერ ხატავენ ბედნიერ საქართველოს”.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერობაზე კენჭისყრას არ ვაპირებ – გიგი უგულავა
შემდეგი სტატიაკენიელ ქალებს არჩევნების წინ სექს-ბოიკოტისკენ მოუწოდეს