25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

სიცილიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი, ეტნა ამოიფრქვა

სიცილიაში, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი, ეტნა ამოიფრქვა.

ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს და წერს, რომ ეტნას ვულკანის ფერფლმა იტალიის კატანიას აეროპორტში ჩამოსასვლელი რეისები შეაჩერა.

“ეტნას ამოფრქვევის აქტივობისა და ატმოსფეროში ვულკანური ფერფლის ამოფრქვევის გამო, ღრუბლის შესაბამისი საჰაერო სივრცე დაიხურა. კატანიას აეროპორტში ყველა ჩამოსასვლელი რეისი შეჩერებულია ადგილობრივი დროით 12:00 საათამდე“, – აღნიშნულია კატანიას აეროპორტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში 175 000-ზე მეტი ვიზა გაუქმდა