პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ საზოგადოებაში არსებული საპროტესტო განწყობა არ გამქრალა, არამედ ფორმა იცვალა და მომავალ არჩევნებზე აუცილებლად აისახება.
პოლიტიკოსმა უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ შემცირდა ქუჩის აქციების მუხტი და ხალხის რაოდენობა.
„ხალხის პროტესტი არ გამქრალა, ეს შემიძლია ნამდვილად დაგიდასტუროთ. ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა ქუჩის პროტესტიდან გადაინაცვლა, ამ ყველაფერმა სხვა ფორმა მიიღო. აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ პროტესტი, რომელიც აქამდე არსებობდა, 2028 წელს აუცილებლად გადაიზრდება ელექტორალურ პროტესტში“, — აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.








