18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

სიჭინავა: ანტიკორუფციული სამსახურის ყოფილი უფროსი, როგორც ადვოკატი, კორუფციულ დანაშაულზე ბრალდებულის ინტერესებს არ უნდა იცავდეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბერდია სიჭინავა მკაცრად აკრიტიკებს ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს, რაჟდენ კუპრაშვილს, რომელიც სუს-ის კორუფციულ სკანდალში ბრალდებული ლევან ახობაძის ადვოკატად მოგვევლინა.

სიჭინავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კუპრაშვილს, როგორც ლიცენზირებულ ადვოკატს, სამართლებრივად აქვს დაცვის უფლება, მისი ეს გადაწყვეტილება უმძიმეს ეთიკურ პრობლემებს აჩენს.

„ანტიკორუფციული სამსახურის ყოფილი უფროსი, როგორც ადვოკატი, კორუფციულ დანაშაულზე ბრალდებულის ინტერესებს არ უნდა იცავდეს, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც თავად იყო ბიუროს ხელმძღვანელი. მინიმუმ ის მაინც ევალებოდა, რომ თავის დროზე მონიტორინგი გაეწია ახობაძის დეკლარაციისთვის.

რაჟდენ კუპრაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციაც შეამოწმა და გვითხრა, რომ წესრიგშიაო, მერე კი ადამიანი დაუდეკლარირებელი 6 მილიონი დოლარით დაიჭირეს. ამ ანტიკორუფციულ სამსახურს რეალური ფუნქცია არც არასდროს ჰქონია“, — აღნიშნა ბერდია სიჭინავამ “პალიტრანიუსის” გადაცემაში.

banner
წინა სტატიაშიდიდი ლიახვის ხეობაში 52 წლის რუს რეჟისორს ეძებენ — სამძებრო ოპერაციაში ქართული მხარეც ჩაერთო
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდიას მეუღლის, მიმართ ადევნების ფაქტზე 56 წლის კაცი მეორედ დააკავეს