უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც უკრაინამ ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს.
სიბიგას თქმით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ღირსებისთვის ბრძოლაში უძღვება, ხოლო მისი ლეგიტიმაციის საკითხს მხოლოდ უკრაინელი ხალხი წყვეტს:
„პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ. საზღვარგარეთიდან გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ადასტურებს, რომ ის თავის საქმეს კარგად ასრულებს. ის მხარდაჭერას იმსახურებს“, — აღნიშნა ანდრეი სიბიგამ.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს“. აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკის „მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნა სურს“, რადგან ის რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების მიტანის ნებართვას აგრძელებს.
„უმჯობესია, სასწრაფოდ შეწყვიტოს ეს“, — განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ უკრაინამ „ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია“.
















