უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.
„ბრძოლის ველზე შედეგის მიღწევის უნარის არ ქონის გამო, პუტინი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორს მიმართავს. ეს დარტყმა, ალბათ, შიდა აუდიტორიისთვის „ძალის“ დემონსტრირებას ისახავდა მიზნად, მაგრამ ამის ნაცვლად, ის მხოლოდ პუტინის სისუსტეს ადასტურებს. რუსებიც კი ხედავენ, რომ ის წაგებულია. მისი „სპეციალური ოპერაცია“ შედეგს არ იძლევა. დანაკარგები უზარმაზარია, მაგრამ ერთი მიზანიც კი არ არის მიღწეული. გარდა იმისა, რომ რუსეთში აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილები, რადგან უკრაინა აძლიერებს თავის სპეციალურ შორ მანძილზე მოქმედ „სანქციებს“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინის მხარდაჭერა გააძლიერონ და რუსეთის რეჟიმზე ზეწოლა გაზარდონ.
„მსოფლიოს აქვს ბერკეტი. ის სწორად უნდა იქნას გამოყენებული – რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ასეთი დარტყმები არანაირ შედეგს არ მოიტანს – და რუსეთი ვაიძულოთ, ეს ომი დაასრულოს“, – აცხადებს სიბიგა.
















