,,სიაში უფრო მეტი ახალი სახე იქნება “

პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში საზოგადოება მისი გუნდის ბევრ ახალ სახეს იხილავს.

როგორც კვირიკაშვილმა „ქრონიკის სტუდიაში“ განაცხადა, პოლიტსაბჭოსთან შედარებით, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში, ახალი წევრების რაოდენობა გაცილებთ მეტი იქნება.

„დიდი იმედი გვაქს, რომ 21 ადამიანზე მეტი გავა პარლამენტში. სიაში უფრო მეტი ახალი სახე იქნება და კიდევ უფრო მეტ ჩვენი გუნდის ახალ წევრს გაიცნობს უახლოეს პერიოდში საზოგადოება. ეს დადებითი, პოზიტიური ნაბიჯები იქნება ჩვენი ძალის ახალი პოლიტიკური იმიჯის დამკვიდრებისთვის. ახალი წევრების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება საპარლამენტო სიაში“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემეირის თქმით, გუნდის ახალ წევრებს უალოეს კვირებში წარადგენს.

„ქართული ოცნების“ რიგით მეოთხე ყრილობა დღეს სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი აირჩიეს. დღევანდელ ყრილობაზე ასევე, პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დამტკიცდა.

banner
წინა სტატიაში“მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ერთიანად უნდა გადავიდეს ახალქალაქის სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე”
შემდეგი სტატია,,მეჭიაური, სავარაუდოდ, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მომავალ გუნდში არ იყოს”