შვილმოკლული მამების აქციაზე ინციდენტი მოხდა

პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამების აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მორიგი ინციდენტი მოხდა. ინციდენტი კვლავ ტერიტორიაზე კარვის გაშლის მცდელობას მოჰყვა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ზაზა სარალიძემ განაცხადა, უამინდობის გამო მათ სამართალდამცველებს სთხოვეს, რომ ტერიტორიაზე გაეშალათ კარავი, რისი საშუალებაც არ მისცეს. თუმცა, აქციის მონაწილეები შეიყვანეს პარლამენტის შენობის ცენტრალურ შესასვლელთან, სადაც წვიმა არ აღწევდა. ამის შემდეგ კი აქციის მონაწილეებთან მივიდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტის შენობას იცავენ და აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინეს.

აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს ბანერს შეფარებოდნენ, რასაც სამართალდამცავთა მხრიდან კვლავ წინააღმდეგობა მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტს კი ზაზა სარალძე პროვოკაციას უწოდებს, ვინაიდან, მისი თქმით, პოლიციას არ განუმარტავს, თუ კანონის რა მოთხოვნის საფუძველზე არ აძლევენ კარვის გაშლის საშუალებას. ტერიტორიაზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელიც, რომელიც გაესაუბრა როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე სამართალდამცავებს თუმცა მას მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშირუსთავის მერი – ავტოფარეხის დემონტაჟის პროცესთან მუნიციპალიტეტის მერიას და მერიის სამსახურებს შემხებლობა არ ჰქონიათ
შემდეგი სტატიააფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის მოქმედებები დაგმო