„შვილმოკლული მამა გეხვეწებათ და თქვეს სახლობანას თამაშობთ“ – მელიამ „ოცნებას“ მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერისკენ მოუწოდა

საგაზაფხულო სესია პარლამენტში დაიწყო – ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებულ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს განცხადებებით გამოეხმაურნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ შვილმოკლული მამის მალხაზ მაცალიკაშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პარლამენტის წინ შვილმოკლული მამაები კითხვებზე პასუხებს ელოდებიან:

“შეგნებულად მხოლოდ ერთ თემას შევეხები, საკითხი, რომელიც ალბათ ყველას გვაწუხებს, მათ შორის „ქართული ოცნების“ დეპუტატებსაც ალბათ, უბრალოდ განსხვავება ჩვენსა და მათ შორის ის არის, როდესაც გვიწევს ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი, ისინი ამაზე არ საუბრობენ. საკითხი ეხება თემირლან მაჩალიკაშვილს.

ამ შენობაში, სადაც ძალიან ხშირად ვივლით, ბევრ საკითხს შევეხებით, მჭუნვარე სახით გამოვალთ, ზოგჯერ ვიჩხუბებთ, ზოგჯერ ვიკამათებთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს – ამ შენობის მოპირდაპირე მხარეს, კარავში, ცხოვრობს ორი შვილმოკული მამა. მინდა ყურადღება გავამახვილო ბატონ მაჩალიკაშვილზე“, – განაცხადა მელიამ.

დეპუტატმა უმრავლესობის წევრებს მიმართა და სუს-ის ხელმძღვანელისგან პასუხების მრების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ძვირფასო კოლეგებო „ქართული ოცნებიდან“, თქვენ ის ადამიანები ხართ, ვისაც გიყვართ მუდმივად მორალური კატეგორიებით საუბარი, რა მაგრები ხართ, რა დიდსულოვნები ხართ, რა შინაგანი ძალა გაქვთ, რომლითაც იწესრიგებთ საქციელს ყოველთვის და ჩვენ რა ცუდები ვართ. თვეებია ეს ადამიანი კარავში ცხოვრობს, შვილი დაუხვრიტეს საკუთარ სახლში, მამა რომელიც საკუთარ საძინებელში იყო მეუღლესთან ერთად და მეორე ოთახში იყო შვილი, ახალგაზრდა, ეძინა ან მობილურით ხელში იყო, მეორე ვერსიაა. შეუავარდა სახელმწიფო და დახვრიტა! აქ რა შუაშია ოპოზიცია, რა შუაშია ჯანდაბა „ნაციონალური მოძრაობა“ და სისხლისმსმელი ნიკა მელია? ტყუილს ვამბობ? თქვენ ხომ ჩვენზე უკეთესები ხართ? ადექით და გამოიძიეთ, აიძულეთ, გომელაური ყურით მოვიყვანოთ და ვათქმევინოთ რატომ დახვრიტა ეს ადამიანი საკუთარ ლოგინში და პასუხი გავცეთ. ჩემი აზრით პარლამენტში ყოველი დღე ამ საკითხით უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს მაშინ, როდესაც კარავში სძინავს ადამიანს თვეების განმავლობაში“, – განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.

მისი განცხადებით, ბიუროზე დარეგისტრირდა მოთხოვნა მაჩალიკაშილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ტაობაზე, რომელსაც ახალი რეგლამენტის მიხედვით 50 დეპუტატის ტანხმობა სჭიდრება. მელიას თქმით საჭიროა „ქართული ოცნების“ 20-მა დეპუტატმა კომისიის შექმნის თანხმობა განაცხადოს:

„ჩვენ ბიუროზე უკვე დავარეგისტრირეთ მოთხოვნა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მაჩალიკაშვილის საქმესთან მიმართებით, ახალი რეგლამენტით 50 დეპუტატის თანხმობა სჭირდება, რომ შეიქმნას, ანუ „ქართული ოცნების“ 20-მა დეპუტატმა უნდა გაბედოს, ხელი აწიოს და თანხმობა განაცხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში არც ერთ სიტყვას, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება არ შეგარჩენთ, იმიტომ რომ არაგულწრფელები ხართ, როდესაც შვილმოკლული მამა გეხვეწებათ და არა მარტო ჩვენ, თქვენც გეხვეწებათ, დამეხმარეთო, თქვენ არაფერს აკეთებთ, გარდა იმისა, რომ თამაშობთ სახლობანას „ქართულ ოცნებაში“, ახლა ძველმა თაობის დეპუტაციამ პირველ რიგში გადმოინაცვლა, ახალგაზრდა თაობა უკანა რიგებში გადააგდო და ამ ცირკს უნდა ვუყუროთ?“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიგორში, შვილის მიმართ სექსუალური ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს