შვილმკვდარ ტაჯიკ დედას რუსეთიდან ისე ააძევებენ, რომ ჩვილის ნეშტსაც არ ატანენ (VIDEO)

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 13, 2015 01:43

შვილმკვდარ ტაჯიკ დედას რუსეთიდან ისე ააძევებენ, რომ ჩვილის ნეშტსაც არ ატანენ (VIDEO)

მნიშვნელოვანი

  • სანკტ პეტერბურგის სამედიცინო ცენტრში, დედ-მამის მოშორებული და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 5 თვის ტაჯიკი ჩვილის, უმარალი ნაზაროვის დედამ, რუსეთის სასამართლოში მის მიმართ გამოტანილი 5 წლიანი დეპორტაციის გასაჩივრება ვერ შესძლო, ისევე როგორც ვერ შეძლო დაემტკიცებინა რუსი პოლიციელების ბრალეულობა მისი პატარას სიკვდილში...

სხვა სტატიები

სანკტ პეტერბურგის სამედიცინო ცენტრში, დედ-მამის მოშორებული და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 5 თვის ტაჯიკი ჩვილის, უმარალი ნაზაროვის დედამ, რუსეთის სასამართლოში მის მიმართ გამოტანილი 5 წლიანი დეპორტაციის გასაჩივრება ვერ შესძლო, ისევე როგორც ვერ შეძლო დაემტკიცებინა რუსი პოლიციელების ბრალეულობა თავისი პატარას სიკვდილში…
5-tvis-tajiki-1 ,,პეტერბურგში რუსი მილიციელების მიერ, ტაჯიკი შრომითი ემიგრანტი მშობლებისთვის ჩამორთმეული 5 თვის უმარალი ნაზაროვი, დედ-მამის გარეშე მეორე დღესვე გარდაიცვალა, რასაც ტაჯიკეთში მღელვარება მოჰყვა…

გავრცელებული ინფორმაციით, ემიგრანტ მშობლებს ბავშვზე უფლებების ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდათ, თუმცა პოლიციამ ისინი საემიგრაციო კანონების დარღვევის გამო დააკავა… ხოლო 5 თვის ბავშვი ჩამოართვეს. ერთი დღის შემდეგ დედა, ზარინა უნუსოვა ჯარიმისა და პასპორტში დეპორტის ჩარტყმის შემდეგ გაანთავისუფლეს, თუმცა ჩამორთმეული ბავშვი, მან რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვა.

ამ ამბავთან დაკავშირებით, ექსპერტები არნახულ სოლიდარობას და რუსეთისადმი შეურაცხყოფამდე მისულ კრიტიკას აფიქსირებენ ტაჯიკი მოსახლეობის მხრიდან…,, წერდა ,,თაიმერი,, 21 ოქტომბრის თავის სტატიაში სათაურით ,,მღელვარება ტაჯიკეთში – 5 თვის ტაჯიკი ბავშვის გარდაცვალება რუსული მილიციის სინდისზეა,,

რუსული მედიის ცნობით, გარდაცვლილი ბავშვის დედამ, რომელსაც შვილის ნეშტს არ აძლევენ, სასამართლოს გადაწყვეტილებით 15 დღეში რუსეთი უნდა დატოვოს…  

რუსულმა სასამართლომ, გარდაცვლილი პატარა ტაჯიკის მშობლებს რუსტამ ნაზაროვსა და ზარინა იუნუსოვას, იმისათვის რომ მათ არ მიეცათ დამაჯერებელი ჩვენებები, ტაჯიკური ენის ნაცვლად რუსულ-უზბეკური ენის თარჯიმანი მიუჩინა პროცესზე… ამას გარდა ისინი აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სიცოცხლის რისკის ფასად ცხოვრობენ პეტერბურგში, თუმცა სანამ ბავშვის ნეშტს ხელში არ მისცემენ… ისინი რუსეთის დატოვებას არ აპირებენ. 

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 13, 2015 01:43

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics