შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირი – შესაძლოა გარდაცვლილი ბავშვის მამა დააკავონ

შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, არ არის გამორიცხული მოკლული ჩვილის მამის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

თოლორაია განმარტავს, რომ ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გოგო ორსულობის დროს 15 წლამდე ასაკის იყო. მასთან სექსუალური კავშირი კი დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით. დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გოგონა დაორსულების დროისთვის ნამდვილად იყო 15 წლის. 15 წლის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი, ეს არის დანაშაული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ნათესაური კავშირის დადგენის მიზნით და ამის შემდეგ დადგება შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი,“ – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ტრაგედია აღაიანში რამდენიმე დღის წინ მოხდა. 7 თვის ბავშვი, საკუთარ საწოლში გარდაცვლილი მამამ იპოვა. შვილის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი დედა დააკავეს. მას სასამართლომ გუშინ, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მოთხოვნას პატიმრობის შეფარდების შესახებ დაცვის მხარეც დაეთანხმა, თუმცა ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ არასრლუწლოვანი გოგოს დაკავების შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა დედამ, დანაშაული აღიარა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი – ქვეყნის უშიშროების სამსახური არსებულ რესურსს ოპოზიციის წარმომადგენლების ფარულ მიყურადებაზე ხარჯავს
შემდეგი სტატიაანდრია ჯაღმაიძე – ვიდრე ცნობილი არ არის აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკების შედეგები, მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება