შვილი მომიკლეს და ახლა დედაჩემის მოკვლა უნდათ

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ნოემბერი 11, 2018 00:28

შვილი მომიკლეს და ახლა დედაჩემის მოკვლა უნდათ

„ვბრუნდები აქციაზე, მით უმეტეს, მალხაზი ჩამოსულა, აუცილებლად ვბრუნდები,“ – ეს განცხადება ზაზა სარალიძემ რამდენიმე წუთის წინ საავადმყოფოს დატოვების შემდეგ გააკეთა.

ზაზა სარალიძე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს გადაიყვანეს, როდესაც ის შეუძლოდ გახდა.

სარალიძე ცუდად მას შემდეგ გახდა, რაც მისი დედა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ზაზა სარალიძის დედა სამართალდამცავებთან დაპირისპირების დროს ცუდად გახდა, რადგან როგორც ელისო კილაძე ამბობს, ის პოლიციელებმა „გადათელეს“.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ბრძოლას გააგრძელებს.

„ამას მე ამათ არ ვაპატიებ. შვილი მომიკლეს და ახლა დედაჩემის მოკვლა უნდათ. ვაი, ამათ პატრონს… ფაქტობრივად, მთელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩემი ოჯახის განადგურება და ჯანმრთელობას რომ მივხედო, რაა, ჩემი ოჯახი განადგურდეს და მე ვიყო კარგად?“ – განაცხადა სარალიძემ.

„ყველა პოლიციელი, ვინც დღეს ჩვენკენ გამოიწია, არის მკვლელი,“ – ეს განცხადება ზაზა სარალიძემ გააკეთა, რომელმაც ინგოროყვას სახელობის კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა და პარლამენტის წინ მივიდა.

„გავაგრძელებთ ბოლომდე ბრძოლას,“ – განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ თბილისის მერი, კახა კალაძე, გუშინ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კანონი არ უკრძალავთ აქციის გამართვას და კარვის გაშლას.

„რა განაცხადიც გააკეთა ბატონმა კალაძემ გუშინ, პირდაპირ ხელისუფლების სახელით იყო, რა თქმა უნდა, ეს განაცხადი, რომ კანონის ძალით გავიყვანთო. რომელი კანონით გვეკრძალება ჩვენ აქ ყოფნა და ამ კარვების გაშლა, ეს არ ვიცი. რა თქმა უნდა, როგორც ხედავთ, ბატონ მერს კანონიც არ აქვს გადახედილი და აზრზე არ არის, კანონმდებლობაში რა წერია. ჩვენ კანონიერი უფლება გაგვაჩნია, მაგრამ დღეს გამოგზავნა ეს ზონდერპოლიციელები ჩვენს დასარბევად,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პარლამენტის წინ სოლიდარობის აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს შორის, რომლებმაც კარვების წაღება სცადეს.

აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ზაზა სარალიძის დედა და შემდეგ ზაზა სარალიძეც შეუძლოდ გახდა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავის გაშლა მოახერხეს. არასამთავრობო სექტორი გეგმავს, რომ ღამე პარლამენტის წინ გაათენოს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ნოემბერი 11, 2018 00:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,107
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics