შვილი არა გყავთ? ვის უნდა ვაპატიო, მაჩვენეთ ჩემი შვილის მკვლელი” – წურწუმიას დედა

საქალაქო სასამართლოში, სადაც 24 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებული შსს-ს თანამშრომლის, ზურა ფოფხაძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ, დაღუპულის დედაც მივიდა.

ელისო წურწუმია ითხოვდა, რომ პროცესი არ დაწყებულიყო იქამდე, სანამ ბრალდებული არ დაასახელებდა მის მეგობარს, რომელმაც მიიღო დანაშაულში მონაწილეობა თუმცა დაღუპულის დედას პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს.
სასამართლომ ზურა ფოფხაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ოჯახის ინფორმაციით, ვარკეთილის სასაფლაოზე 24 წლის ბიჭი ბედობის ღამეს აწამეს. მურად წურწუმიას თვალი ჰქონდა ამოთხრილი და თავის ქალა გატეხილი. ოჯახის ინფორმაციით, ორმა სპეცრაზმელმა 24 წლის მამაკაცი ტანსაცმლის გარეშე, უგონო მდგომარეობაში ყინვაში მიატოვეს. ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარის ერთადერთი თვითმხილველი გარდაცვლილის ძმა, 21 წლის მუხრან წურწუმიაა. მისი თქმით, მამის საფლავზე ასულ ძმებს ორ სპეცრაზმელთან მოუვიდათ ჩხუბი, ნაცემმა მუხრან წურწუმიამ გაქცევა მოახერხა, მურად წურწუმია კი სპეცრაზმელების ხელში აღმოჩნდდა.

მუხრან წურწუმია ყვება, რომ მან მხოლოდ სახლში მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მურადმა გაქცევა ვერ მოახერხა. რის შემდეგაც ის სასაფლაოზე დაბრუნდა, თუმცა, საფლავზე მხოლოდ სისხლიანი ტანსაცმელი იპოვნა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/tvpirveli/videos/477491172914152/?t=1″ width=”400″ height=”400″ onlyvideo=”0″]

banner
წინა სტატიაში24 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი: “ძალიან ვწუხვარ, ვერ წარმომედგინა რომ ასე მოხდებოდა”
შემდეგი სტატიაახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს თანამდებობა ჩამოერთვა