“შეიძლება უცნაურად ჟღერდეს… ციხის უფროსი დღეს გამოირჩეოდეს ადამიანურობით… კი, უცნაურია, მაგრამ ასე იყო! ” – ასე ეხმაურება სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე, გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორის დავით გოგობერიშვილის გარდაცვალების ფაქტს.
მისი თქმით, მადლობაც კი შეთვალა, როცა გოგობერიშვილი “თანამდებობიდან გაათავისუფლეს”.
დავით გოგობერიშვილი… შეიძლება უცნაურად ჟღერდეს… ციხის უფროსი დღეს გამოირჩეოდეს ადამიანურობით… კი, უცნაურია, მაგრამ ასე იყო! მეც და ალბათ სხვა მშობლებიც უზომოდ მადლიერები ვართ, რომ ჩვენი ბიჭების მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი იყო და ზრუნავდა მათზე. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ფილმი “ორნი ქალაქში”მახსენდებოდა. ვისაც არ გაქვთ ნანახი, ნახეთ. მადლობაც კი შევუთვალე, როცა გაანთავისუფლეს თანამდებობიდან. შვილებივით მიყვარს ეს ბიჭებიო, უთქვამს… მადლობა ბატონო დავით ყველაფრისთვის”, – წერს ლიკა გუნცაძე.

















