შვიდობიან მოსახლეობაზე კარდაკარ ნადირობა, ბავშვებისა და ახალგაზრდების გატაცება სიძულვილია მთელი ხალხის მიმართ, ეს რაღაც მეტია, ვიდრე ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლა – მელონი

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი რომის სინაგოგას ეწვია, რათა გამოეხატა იტალიის სოლიდარობა ისრაელის მიმართ.

მელონის თქმით, ის, რაც ისრაელში ხდება არის სიძულვილის გამოხატვა ხალხის მიმართ.

„ისრაელიდან მომდინარე საშინელი სცენები უფრო მეტია, ვიდრე ის, რასაც ადამიანი ხედავს ნორმალურ, თუმცა უკვე ტრაგიკული ომის სცენარში. მშვიდობიან მოსახლეობაზე კარდაკარ ნადირობა, ბავშვებისა და ახალგაზრდების გატაცება სიძულვილია მთელი ხალხის მიმართ. ეს რაღაც მეტია, ვიდრე ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა. ასე რომ, ვფიქრობ, ისრაელის თავდაცვისა და არსებობის უფლების დაცვა არის ამ ახალგაზრდების, ამ ბავშვებისა და ქალების დაცვის საშუალება“, – თქვა იტალიის პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიისრაელში სიტუაციის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის ჩავარდნაა – პუტინი
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას საზღვართან ახლოს ტერორისტების ჯგუფი გაანადგურეს