შვიდი წლის განმავლობაში სუს-მა რუსეთის ვერცერთი აგენტი ვერ გამოავლინა, რადგან მთელ რესურსს ოპოზიციის წინააღმდეგ ხარჯავს

„ჰიბრიდული ომი“ და კიბერთავდასხმები სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშს ოპოზიცია ეხმაურება. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ყველასათვის ცნობილია, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.

გოცირიძის თქმით, ამის მიუხედავად, შვიდი წლის მანძილზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ვერცერთი აგენტის გამოვლენა ვერ შეძლო, რადგან მისი თქმით, მთელი რესურსი სუს-ს ოპოზიციის წინააღმდეგ აქვს მიმართული.

„არაფერი ამაში არ არის სიახლე, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ეწევა ჰიბრიდულ ომს. მაგრამ ამ შვიდი წლის განმავლობაში, ნუთუ ერთი რომელიმე ამ ომში მონაწილე აგენტი ვერ გამოავლინეს?! სუს-ი თავისი ფინანსური, ადამიანური, ტექნიკური რესურსების აბსოლუტურ უმრავლესობას ხარჯავს ოპოზიციის დევნაზე. სუს-ის მთავარი ფუნქცია არის მოემსახუროს “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს. როდესაც 120 მილიონიანი ბიუჯეტის დიდი ნაწილი პოლიტიკური დევნისთვის გამოიყენება, პოლიტიკური აქტივისტების თვალთვალისთვის გამოიყენებ, არჩევნებში უშუალო მონაწილეობისთვის გამოიყენება ბუნებრივია მათ არც დრო რჩებათ და არც რესურსი, რომ დაიცვან ქვეყანა და გამოავლინო ის დამნაშავეები რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ეწევიან ქმედებებს. ჰიბრიდული ომი რომ ხდება, ეს იცის პირველი კურსის სტუდენტმა და უკეთესად ჩამოგიყალიბებთ ჰიბრიდული ომის ყველა მხარეს, ვიდრე სუს-ის განცხადებაშია დაწერილი,“ – აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიგამორიცხულია რომ ვინმემ ულტიმატუმი დააყენოს მინისტრთა კაბინეტში
შემდეგი სტატიასუს-ის ანგარიში მაღალპროფესიულ დონეზეა მომზადებული