10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

შვეიცარიის თავდაცვის მინისტრი – ირანმა, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს

ირანმა, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს, – ამის შესახებ შვეიცარიის თავდაცვის მინისტრმა, მარტინ პფისტერმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ფედერალური საბჭო მიიჩნევს, რომ ირანზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს“,- განაცხადა პფისტერმა.

შვეიცარიის თავდაცვის მინისტრმა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ყველა მხარეს ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისივე განმარტებით, გულისხმობს ყველა ქვეყანას, მათ შორის აშშ-სა და ისრაელს.

„ამერიკელებმა და ისრაელმა ირანს ჰაერიდან შეუტიეს. ამით მათ, ირანის მსგავსად, საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს“,- განაცხადა პფისტერმა.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთი ირანს აფრთხილებს, რომ შესაძლოა აშშ-ს საკუთარ სამხედრო ბაზებზე წვდომა მისცეს – Reuters
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანში 400-ზე მეტი სამიზნე დაბომბეს