მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი F/A18C, რომელიც შვეიცარიის საჰაერო სამხედრო ძალებს ეკუთვნით, საწვრთნელი ფრენის დროს, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობდა, დაიკარგა. შვეიცარიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავი დღის მეორე ნახევარში დაიკარგა. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი მფრინავის ბედზეც. მაშველები გამანადგურებლის და პილოტის ძებნას შეუდგნენ. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, პრეს-კონფერენციის მოწვევას აპირებს – “ბიბისი” წერს.