9.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს ეწვევა

შვეიცარიის მთავრობის ინფორმაციით, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, იგნაციო კასისი სომხეთსა და საქართველოს ეწვევა.

„16 ოქტომბერს ბატონი კასისი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, რათა განიხილონ საქართველოში 2008 წლის კონფლიქტის შედეგები. ამ კონტექსტში შვეიცარია ასევე ასრულებს მფარველი სახელმწიფოს მანდატს. ეუთო, გაეროსა და ევროკავშირთან ერთად, თანათავმჯდომარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, რომლის მიზანია რეგიონში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების ირგვლივ დიალოგის ხელშეწყობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შვეიცარიის მთავრობაში განმარტავენ, რომ ეს ორი ვიზიტი იგნაციო კასისი რეგიონული ვიზიტების პროგრამის მეორე ნაწილს წარმოადგენს; პროგრამის პირველი ნაწილი კი 3-5 აგვისტოს აზერბაიჯანსა და თურქმენეთში განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი ოპოზიციაზე: პარტიები კი არა, კუტოკებია-— სჯერათ, რომ მე ციხეში დავრჩები და ვიღაც გახდება “ახალი მიშა”
შემდეგი სტატიასიჭინავა: მთავარი მტკიცებულება იქნება ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან გახარიას დევნა დააანონსა