შვეიცარიის საელჩომ სოციალურ ქსელში საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი გამოაქვეყნა

დღეს, 28 ნოემბერს, უწყვეტი პროტესტის ერთი წლის შემდეგ შვეიცარიის საელჩომ სოციალურ ქსელში საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი გამოაქვეყნა, რომელიც ევროინტეგრაციის მხარდაჭერას შეეხება.

კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად,” – წერია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში.

ცნობისთვის, გასული წლის 28 ნოემბერს “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” 2028 წლამდე არ განიხილავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას.

banner
წინა სტატიაში25%-იანი ქეშბექი და უფასო გადარიცხვები – საქართველოს ბანკის კამპანია ბიზნესებისთვის გრძელდება
შემდეგი სტატიაახალქალაქში 15 წლის მოზარდზე ჯგუფური ძალადობისთვის სოფლის გამგებელს და 5 პირს ბრალდება წარედგინათ