შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტი, ალენ ბერსე ავრცელებს.

„აქცენტი გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე რუსეთის აგრესიული ომის გავლენასა და უკრაინის მიმართ შვეიცარიის გრძელვადიან მხარდაჭერაზე გაკეთდება“, – წერს ბერსე X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

ბერსეს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგი უკრაინაში სასურსათო უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს.

banner
წინა სტატიაშიბაიდენმა და შოლცმა შეიმუშავეს გეგმა, რათა ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებაზე დაარწმუნონ – Bild
შემდეგი სტატიაზელენსკი – ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მსოფლიო რუსული ტერორიზმისგან დასაცავად გავაერთიანოთ