შვეიცარიის პოლიციამ უეფას შტაბბინა გაჩხრიკა – ახალი სკანდალი ე.წ. პანამის დოკუმენტებს უკავშირდება

შვეიცარიის პოლიციამ უეფას შტაბბინა გაჩხრიკა, ახალი სკანდალი ე.წ. პანამის დოკუმენტებს უკავშირდება, რომელშიც უეფას მაღალჩინოსანთა სახელებიც ფიგურირებს.

უეფას განცხადებით, პოლიცია კომპანიების კროს ტრეიდინგისა და ტელემაზონასის დოკუმენტაციებით დაინტერესდა. სწორედ ეს ორი კომპანიაა მოხსენიებული პანამის დოკუმენტების საქმეში. საქმის თანახმად, უეფას ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ჯანი ინფანტინომ, რომელიც ახლა ფიფას პრეზიდენტია, ამ კომპანიებთან სატელევიზიო უფლებების მინიჭებაზე კონტრაქტი გააფორმა.

ინფანტინო, აცხადებს, რომ მას კანონი არ დაურღვევია და გამოძიებასთან სიმართლის დასადგენად თანამშრომლობას თავადაც გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი – დიდი ალბათობით საარჩევნო სიაში არ ვიქნები
შემდეგი სტატია“ფატიან კაცებს ისურვებდით თქვენს ოჯახში?“- თამაზ მეჭიაური