შვეიცარიის მთავრობას არ გაუფრთხილებია ბელორუსი თვითმფრინავში ბომბის არსებობის შესახებ

შვეიცარიის მთავრობა 26 მაისს ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გააფრთხილეს ბელორუსი თვითმფრინავში ბომბის არსებობის შესახებ, რომელიც შემდეგ იმის მიზეზი გახდა, რომ თვითმფრინავმა იძულებითი დაშვება განახორციელა.

“შვეიცარიის მთავრობას არა აქვს ინფორმაცია დანაღმული თვითმფრინავის შესახებ, რომელიც ათენი-ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა. ამიტომ, შვეიცარიის ხელმძღვანელობას ბელორუსის ხელისუფლებისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია” – საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის იგნაციო კასისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი – “დოიჩე ველე” წერს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკმ თქვა, რომ თვითმფრინავში ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია ერთდროულად ათენის, ვილნიუსისა და მინსკის აეროპორტებში შევიდა შვეიცარიიდან იმ მომენტში, როცა თვითმფრინავი ბელორუსის საჰაერო საზღვარზე იმყოფებოდა.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ.
თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიბერლინი მინსკს პროტასევიჩის ვიდეოს გამო საყვედურობს
შემდეგი სტატიაბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის მიზეზების დადგენა სპეცსამსახურებს დაავალა