შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითაც შეეძლებათ

შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითაც შეეძლებათ. აღნიშნული ცვლილება მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში შევიდა, დოკუმენტს ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.

„შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი“, – წერია დადგენილებაში, რომელიც იმ ქვეყნების ჩამონათვალს ეხება, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ.

2019 წლის 28 ნოემბრით დათარიღებული დადგენილება უკვე ძალაშია.

banner
წინა სტატიაში2023 წლისთვის სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტით საქართველო წელიწადში 1.1 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს
შემდეგი სტატიაამ შეხვედრას აზრი ჰქონდა იმიტომ, რომ გაიხსნა კარი, რომელიც იყო დახურული და ყრუ კედელი იყო ხელისუფლებასა და დანარჩენ საზოგადოებას შორის