შვეიცარიის ელჩი: ტერორიზმი არის საფრთხე, რომლის წინააღმდეგაც ყველა ძალა უნდა გაერთიანდეს

ტერორიზმი არის საფრთხე, რომლის წინააღმდეგაც ყველა ძალა უნდა გაერთიანდეს, – ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა გუშინ, “ჩაის სახლში” განაცხადა, სადაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ კინოჩვენებაზე დამსწრე საზოგადოებას უმასპინძლა.
მისივე განმარტებით, ეს არ არის მხოლოდ პოლიციის დაზვერვის და უშიშროების საქმე და დღევანდელ მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანია, სხვადასხვა კულტურული წარსულის მქონე ადამიანების ინტეგრაციაც.
“არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი, თუ როგორ უნდა მოხდეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩემი აზრით, ეს არის საფრთხე, რომლის წინააღმდეგაც ყველა ძალა უნდა გაერთიანდეს. მე არ მგონია, რომ ეს არის მხოლოდ პოლიციის დაზვერვის და უშიშროების საქმე. ძალიან მნიშვნელოვანია, სხვადასხვა კულტურული წარსულის მქონე ადამიანების ეფექტური ინტეგრაციაც”, – განაცხადა ელჩმა.
რაც შეეხება უშუალოდ შვეიცარიულ დოკუმენტურ ფილმ “სპარტანელებს”, რომლის ჩვენებაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გუშინ კინოთეატრ “ამირანში” გაიუმართა, შვეიცარელი დიპლომატის თქმით, ის მარსელის გარეუბანშია გადაღებული და სწორედ აღნიშნულ საკითხს ეხებოდა.
“ზოგადად, ემიგრანტების ინტეგრაციის თვალსაზრისით, შვეიცარის არის ძალიან წარმატებული ქვეყანა, რადგან ქვეყნის 25 %-ს უცხოელები შეადგენენ. ძალიან მნიშვნელოვანია ემიგრანტებისთვის არსებობდეს სამუშაო ადგილები – ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სამუშაო, ექმნებათ პრობლემები,” – განაცხადა შვეიცარიის ელჩმა.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლო მანანა კობახიძეს პასუხობს
შემდეგი სტატია,,კანონიერი,, ქურდები პიარით დაინტერესდნენ… (VIDEO)