9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

შვეიცარიაში შესასვლელად საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ

შვეიცარიაში შესასვლელად საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ. ეს გადაწყვეტილება ფედერალურმა საბჭომ 1 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო.

გადაწყვეტილება, ხვალიდან, 3 აპრილიდან ამოქმედდება და 12 თვის განმავლობაში დარჩება ძალაში.

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განმარტებით, აღნიშნული ქმედება შენგენის კანონმდებლობას ეფუძნება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს რიგით მოქალაქეებს არ ეხებათ.

ამასთან, შეჩერებულია შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმების რამდენიმე მუხლიც.

3 აპრილიდან, შვეიცარიაში შესასვლელად საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ. ეს გადაწყვეტილება ფედერალურმა საბჭომ 1 აპრილს გამართულ სხდომაზე მიიღო. ეს ქმედება შენგენის კანონმდებლობის შემდგომი განვითარებაა და 12 თვის განმავლობაში ძალაში დარჩება. ამ გადაწყვეტილების მიღება შვეიცარიას შენგენის კანონმდებლობით ევალება. ეს ნაბიჯი გულისხმობს ქვეყანაში შესვლისა და ვიზების გაცემის შესახებ დადგენილების შეცვლას. გარდა ამისა, შვეიცარიასა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმების რამდენიმე მუხლი შეჩერებულია. ეს არ ეხება საქართველოს რიგით მოქალაქეებს,” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლომ, თეა წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი არ მიიღო