შვეიცარიაში სამხედრო ვეტმფრენი ჩამოვარდა

15შვეიცარიაში სამხედრო ვეტმფრენმა კატასტროფა განიცადა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო “ტვიტერზე” აქვეყნებს.
ინციდენტი ტიჩინოს კანტონში, სენ-გოტარის რაიონში მოხდა. თვითმხილველებმა ვეტმფრენის ჩამოვარდნის ადგილიდან ფოტოები გამოაქვეყნეს.
Le Matin-ის ცნობით, ადგილზე მუშაობენ მაშველები, არის რამდენიმე დაჭრილი, რომელთა რაოდენობა არ ზუსტდება. ჯერჯერობით, მომხდარის მიზეზები უცნობია. 28 აგვისტოს შვეიცარიაში, ასევე, კატასტროფა განიცადა სამხედრო ვეტმფრენმა F/A-18. მისი ნამსხვრევები და მფრინავის ცხედარი მთებში, რთულადმისაღწევ ადგილეპბში იპოვეს. კატასტროფის მიზეზი მფრინავის შეცდომა იყო.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა დაკითხვა დღის წესრიგში რჩება
შემდეგი სტატიარუსების 82% პუტინის მუშაობით კმაყოფილია