შვეიცარიაში რეფერენდუმის შედეგები ცნობილია

11რეფერენდუმის შედეგებით, რომელიც დღეს ჩატარდა შვეიცარიაში, მოქალაქეთა უმეტესობამ ხმა სპეცსამსახურების უფლებამოვალეობის გაფართოვებას მისცა. პლებისციტის მონაწილეთა 66%-მა ახალ კანონს, სპეცსამსახურების უფლების გაზრდის შესახებ, დადებითად უპასუხა. ახალი კანონის მიხედვით, ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში, ცალკეულ შემთხვევებში, სახლებსა და ოფისებში დაიშვება ტელეფონების მოსმენა და კომპიუტერების გაკონტროლება.
ამავე დროს, მოსახლეობის 63%-მა “მწვანეთა” პარტიის ინიციატაზე, ეკოლოგიურად სუფთა ეკონომიკის შექმნის შესახებ, უარი თქვა. შვეიცარიის მთავრობამ და ბიზნესის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პროექტი, მიუხედავად მიმზიდველობისა, ქვეყნის ეკონომიკისთვის დარტყმა იქნებოდა.
ამასთანავე, შვეიცარიელების 60%-მა უარი განაცხადა პენსიების 10%-ით გაზრდაზე, რომლის ინიციატორიც პროფკავშირი იყო.

banner
წინა სტატიაშიპაუერმა სირიაში რუსეთის მოქმედებებს “ბარბარიზმი” უწოდა
შემდეგი სტატიაადვოკატი მსუქანი მგზავრის წინააღმდეგ