ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებით, შვეიცარიამ ნიკოლას მადუროსა და მასთან დაკავშირებული სხვა პირების საკუთრებაში არსებული ყველა აქტივი გაყინა, რომელიც ქვეყანაში ინახებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის მთავრობა ავრცელებს.
მთვარობის ცნობით, ფედერალური საბჭოს მიზანია აქტივების გადინების თავიდან აცილება. მათი განმარტებით, აქტივების გაყინვა არ შეეხება ვენესუელის ამჟამინდელი მთავრობის წევრებს.
“2026 წლის 5 იანვარს, ფედერალურმა საბჭომ გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ გაეყინა ნიკოლას მადუროს და მასთან დაკავშირებული სხვა პირების საკუთრებაში [შვეიცარიაში] არსებული ნებისმიერი აქტივი. ამით, ფედერალური საბჭოს მიზანია აქტივების გადინების თავიდან აცილება. აქტივების გაყინვა არ შეეხება ვენესუელის ამჟამინდელი მთავრობის წევრებს. თუ მომავალში სასამართლო პროცესები გამოავლენს, რომ თანხები უკანონოდ იქნა მოპოვებული, შვეიცარია ეცდება უზრუნველყოს, რომ ისინი ვენესუელის ხალხისთვის სასარგებლო იყოს. აქტივების გაყინვა ემატება ვენესუელის წინააღმდეგ 2018 წლიდან ემბარგოს შესახებ კანონის თანახმად დაწესებულ სანქციებს,” – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დაააკავეს.



















