23.5 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

შვეიცარიაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები პაკისტანისა და კატარის დელეგაციების მონაწილეობით გაიმართება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღაის ინფორმაციით, ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები პაკისტანისა და კატარის დელეგაციების მონაწილეობით გაიმართება.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ცნობით, მხარეებს შორის ოთხმხრივი მოლაპარაკებები შვეიცარიის კურორტ ბიურგენშტოკში დღეს შუადღისას დაიწყება.

ირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფს შეხვდა. ასევე, დღეს დილით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ მოლაპარაკებები შვეიცარიელ კოლეგასთან, იგნასიო კასისთან გამართა.

CNN-ის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს დაუთმობენ.

banner
წინა სტატიაშიჰუმანიტარული და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემია: მოვითხოვთ, რომ სრულიად 4 ოტომბრის საქმის საფუძვლიანი და ობიექტური გადახედვა მოხდეს
შემდეგი სტატია„სქაი ნიუსი“: „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიამ“ ჰორმუზის სრუტე დახურულად გამოაცხადა