29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

შვეიცარიაში აშშ -სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

შვეიცარიაში აშშ -სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო reuters-ი მომლაპარაკებელ ჯგუფთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის, უცნობია მოლაპარაკებების დეტალები.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის, IRIB-ის ცნობით, მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკება არ გამართულა. ამავე ცნობებით, პირველი 80-წუთიანი სესია 14-პუნქტიან ურთიერთგაგების მემორანდუმს დაეთმო – განსაკუთრებული აქცენტი ლიბანში არსებულ ვითარებაზე გაკეთდა.

მოლაპარაკებებში აშშ-ის, ირანის და ორი შუამავალი სახელმწიფოს – კატარისა და პაკისტანის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ცნობისთვის, აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს. ასევე, აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შედიან.

ირანის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი შედის, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი უძღვება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ავიაკატასტროფის შედეგად ისრაელის სამი მოქალაქე დაიღუპა
შემდეგი სტატიანეთანიაჰუ: არ დავთმობთ მიღწევებს, სამხრეთ ლიბანის უსაფრთხოების ზონაში იმდენ ხანს დავრჩებით, რამდენიც საჭიროა