კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრები ყოვლისმომცველი და მუდმივი შეთანხმების გაფორმებას გამოიწვევს, რომელიც ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ ყველა ასპექტს გაითვალისწინებს“, – ნათქვამია კატარის საგარეო უწყების განცხადებაში.
ასევე, განცხადების თანახმად, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე საბოლოო შეთანხმების დებულებების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ცნობისთვის, აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს. ასევე, აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შედიან.
ირანის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი შედის, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი უძღვება.
















