შვეიცარიაში 5G-ის გამო პანიკაა – საშიშია თუ არა გამოსხივება

შვეიცარიის მთავრობა მონიტორინგის სისტემას შემოიღებს იმისთვის, რომ დაამშვიდოს მოქალაქეები. შეშფოთება 5G-ის გადამცემების ახალ სტანსტანდარტებს უკავშირდება. გავარკვევთ, არის თუ არა ფობიის საფუძველი – განაცხადეს მთავრობაში – “ბიბისი” წერს.
შვეიცარია გასულ კვირას სამხრეთ კორეასა და აშშ-ს შემდეგ მესამე ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც მობილური ტელეფონების მეხუთე თაობის მომსახურება ჩაირთო – იგივე 5G. მაგრამ მოსახლეობის თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ ახალი ტიპის გადამცემები, შესაძლებელია, ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს.
მინისტრთა კაბინეტმა გარემოს დაცვის ფედერალურ სააგენტოს მოუწოდა ე.წ. არაიონური რადიაციის დონე გააკონტროლოს, მისი რისკები შეაფასოს და მოსახლეობას გამუდმებით მიაწოდოს ინფორმაცია ამის შესახებ.

ელექტრომაგნიტური ველის ფიზიკოსთა ჯგუფმა, ჯერ კიდევ 2015 წელს შექმნა ვებ გვერდი EMFscientist.org. , სადაც ისინი სკეპტიციზმს გამოხატავენ მობილური კავშირის ახალი სტანდარტის გამო. ჯერ კიდევ 4 წლის წინ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ მობილურ გადამცემებს შეუძლიათ კიბოს რისკის და უჯრედული სტრესის გაზრდა, ასევე, ის გამანადგურებლად მოქმედებს გენებზე, მეხსიერებაზე და ადამიანების თვისებაზე, ისწავლონ.

გასულ წელს გამოქვეყნებულ კვლევაში კი დადასტურებულია, რომ გამოსხივების შედეგად ვირთხებს გულის კიბო დაემართათ.

ამერიკის კიბოსთან ბრძოლის საზოგადოებამ, პირიქით, შეისწავლა რა მობილური კავშირის ზეგავლენის მეტაანალიზი, ვერ აღმოაჩინა იმის დამადასტურებელი ფაქტი, რომ მობილური კავშირის აქტურად გამოყენება კიბოს რისკებს ზრდის – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაში9 წლის ბრიტანელმა გოგონამ ნოტრ-დამის აღსადგენად ფონდს სამი ევრო გაუგზავნა
შემდეგი სტატიატრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულის საქმეზე სასამართლო მიმდინარეობს – ადვოკატი სხდომის დახურვას ითხოვს