შვეიცარიამ დაიწყო გამოძიება კიევისთვის ემბარგოს გვერდის ავლით დრონების შესაძლო მიყიდვის თაობაზე

შვეიცარიამ დაიწყო გამოძიება იმის გასარკვევად, მიჰყიდა თუ არა უკრაინას უპილოტო თვითმფრინავები ადგილობრივმა კომპანიამ Destinus-მა მეომარ ქვეყნებისთვის იარაღის მიყიდვის ემბარგოს გვერდის ავლით. ამის შესახებ შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფრანსუაზა შანცმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti-სთან საუბარში განაცხადა.

მოთხოვნის საპასუხოდ, შანცმა განმარტა, რომ SECO-ს არ აქვს პოზიცია დესტინუსიდან კიევში დრონების მიწოდების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. „ამჟამად ირკვევა, დაირღვა თუ არა შვეიცარიის კანონი“, განუცხადა შანცმა სააგენტოს.
მანამდე The Insider-მა დაწერა, რომ შვეიცარიული სტარტაპ Destinus-ის დამფუძნებელმა, რუსმა მიხაილ კოკორიჩმა უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. ასევე 2024 წლის იანვარში ფრანგულ ჟურნალ Challenges-თან ინტერვიუში კოკორიჩმა თქვა, რომ მისი კომპანია უკრაინას ასობით თვითმფრინავს ყიდის.

banner
წინა სტატიაშითამო კეშელევა: ცას წვდება ჭირისუფლის კივილი და ყურები და თვალებიც რომ დაიხშოთ ბოლომდე, ყნოსვით მაინც იგრძნობთ უბედურების მწკლატე სუნს…
შემდეგი სტატიასურამში, ზინდისის დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა