შვეიცარიამ დაამტკიცა ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ

შვეიცარიამ დაამტკიცა ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ. სანქციები ეხება 100 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის ოლიგარქ ალექსანდრ მელნიჩენკოს.

შვეიცარიის სანქცირებულთა სიაში, ევროკავშირის მსგავსად, მოხვდნენ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში არიან ბრალდებულნი.

გარდა ამისა, SWIFT-ის სისტემიდან გათიშეს ოთხი რუსული და ბელარუსული ბანკი, მათ შორის სბერბანკი, რომელიც რუსეთში უმსხვილესია.

banner
წინა სტატიაში“ოცნების” უმრავლესობა გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის “ბუმაჟნიკის” დამცველებად – ხაბეიშვილი
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა