6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

შვეიცარიამ აშშ-ს უარი უთხრა სადაზვერვო თვითმფრინავების მის ტერიტორიაზე გადაფრენაზე

შვეიცარიის მთავრობაში განაცხადეს, რომ უარი უთხრეს აშშ-ს ორ მოთხოვნაზე, რომლებიც ეხებოდა სადაზვერვო თვითმფრინავების შვეიცარიის საჰაერო სივრცეში გადაფრენას.

თვითმფრინავები ჩართულები არიან საბრძოლო მოქმედებებში ახლო აღმოსავლეთში. შვეიცარიამ გადაწყვეტილება ნეიტრალიტეტის პრინციპით ახსნა.

მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნეიტრალიტეტი „კრძალავს კონფლიქტში ჩართული მხარეების იმ ფრენებს, რომლებიც კონფლიქტთან დაკავშირებულ მიზნებს ემსახურება“.

ამასთან, შვეიცარიის ხელისუფლებამ მის ტერიტორიაზე გადაფრენის ნება დართო სამ სხვა რეისს. ერთი იყო ტექნიკური რეისი (მისი კონკრეტული მიზანი არ დაკონკრეტებულა) და კიდევ ორი სატრანსპორტო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის ეს არის ყველა განაცხადი, რომელიც შვეიცარიამ აშშ-სგან მიიღო.

banner
წინა სტატიაშირუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინამ 300-მდე დრონით შეუტია
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ირანთან შეთანხმებისთვის მზად არ არის