შვეიცარიამ 8,8 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიამ 8,8 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

“შვეიცარიამ რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში არსებული ფინანსური აქტივები გაყინა. გაყინული აქტივების ჯამი 8,8 მილიარდ დოლარს შეადგენს”, – წერს გამოცემა.

ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აკონტროლებს, აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა, შესაძლოა, 2024 წლის მეორე კვარტლის ბოლოს შეიცვალოს.

ამასთან, შვეიცარიამ რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი 7,4 მილიარდი დოლარის ოდენობის უცხოური ვალუტის აქტივების გადარიცხვა დაბლოკა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ჩაგანავა – გორბაჩოვმა დაანგრია კომუნისტური პარტია, დღეს ხაბეიშვილი მიშას პარტიას ანადგურებს
შემდეგი სტატიაისრაელის თქმით, ტყვეობაში 137 მძევალი რჩება