შვეიცარია პირველი ქვეყანაა, რომლის კოვიდ-სერთიფიკატები ევროკავშირმა აღიარა

ხუთშაბათს ევროკომისიამ დაადასტურა, რომ შვეიცარიის ვაქცინაციის სერთიფიკატები საერთოევროპული სერთიფიკატის თანასწორია, რომელიც 1 ივლისიდან მოქმედებს.
შვეიცარია ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველი ქვეყანაა, რომელიც ევროპის სამოგზაურო სივრცის ნაწილი გახდა – ევროკომისიაში თქვეს.
თეორიულად, ახლა შვეიცარიელ მოგზაურებს შესაძლებლობა აქვთ ევროკავშირის ფარგლებში ტესტისა და კარანტინის გარეშე იმოგზაურონ. იგივე ეხებათ ევროკავშირის მოქალაქეებს შვეიცარიაში.

“ეს ევროკავშირისა და შვეიცარიის მოქალაქეებს საშუალებას მისცემთ უფრო თავისუფლად იმოგზაურონ ამ ზაფხულს” – ევროკომისარმა დიდიე რეინდერსმა თქვა. თუმცა, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პირობები და წესია.

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას ჯერაც არ შეუქმნია სერთიფიკატების შემოსაღებად საჭირო ინფრასტრუქტურა.შვეიცარიაში დაახლოებით 3,3 მილიონი ადამიანია აცრილი.

banner
წინა სტატიაშიბელორუსის დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია დამოუკიდებელი მედიის განადგურების შეწყვეტას მოითხოვს
შემდეგი სტატიათალიბებმა მოსკოვს პირობა მისცეს, რომ შუა აზიას ხელს არ ახლებენ