შვეიცარია “ოფშორულ სკანდალს” გამოიძიებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 7, 2016 15:35

შვეიცარია “ოფშორულ სკანდალს” გამოიძიებს

შვეიცარიის გენერალურმა პროკურორმა, ოლივიე ჟორნომ პრესაში განოქვეყნებული “პანამური დოკუმენტების” გამოძიების შესახებ დააანონსა.
“ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ “პანამური დოკუმენტების” შესახებ გამოძიება დავიწყოთ, დეტალებს ჯერჯერობით ვერ გეტყვით” – შვეიცარული მედია ჟორნოს ციტირებს.

დღესვე, პანამის პრეზიდენტმა საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისიის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც ოფშორების თემას შეისწავლის.
შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს მსოფლიო მედიაში საერთაშორისო ჟურნალისტ-გამომძიებლების კონსორციუმის კვლევის შესახებ გამოჩნდა ინფორმაცია, რომელიც ცნობილი ადამიანების და კომპანიების მიერ არადეკლარირებულ გადასახადებზე და სხვადასხვა სანქციებისათვის გვერდის ავლის მიზნით არაკანონიერ ფინანურ ოპერაციებს ეხება.
მასალები კანადურ კომპანია  Mossack Fonseca-ს ეხება, რომელიც აღნიშნულ ადამიანებს და ფირმებს ემსახურებოდა. Mossack Fonseca ბრალდებას უარყოფს და თვლის, რომ მსგავსი დოკუმენტების გამოქვეყნება დანაშაულია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 7, 2016 15:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics